„მაკნატუნას“ პრემიერა

ოპერის და ბალეტის თეატრი „მაკნატუნას“ პრემიერისთვის ემზადება.

ეს იქნება ახალი დადგმა ნინო ანანიაშვილის და ალექსეი ფადეეჩევის ავტორობით. 1892 წელს სანქტ პეტერბურგში პირველად წარმოდგენილი ცნობილი ბალეტი დღემდე მსოფლიოს სხვადასხვა საბალეტო თეატრის სცენაზე არაერთი ვერსიითაა დადგმული.

ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ რამდენჯერმე დადგეს თბილისშიც. ახალ ვერსიაში მოქმედება ქართულ გარემოშია გადმოტანილი.

დატოვე კომენტარი