ADAMI მედიის პრიზი 2018-ის ნომინანტები

უკრაინის ქალაქ ოდესაში „ადამი მედიის პრიზი 2018“-ის ნომინანტები გამოვლინდნენ.  ისინი 22 კაციანმა საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა. ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის – საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, მოლდოვასა და ბელარუსის ტელეკომპანიების, ონლაინ გამოცემებისა და ვებ-გვერდების ნომინირებულ წარმომადგენლებს კიშინიოვში, 29 ნოემბერს დააჯილდოვებენ.