ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი განცხადებას ავრცელებს. კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე წერს – „დემოკრატია მარტივი არ არის – ეს რთული სამუშაოა, თუმცა, ის უდავოდ ღირს ამად. მინდა მივულოცო ქართველ ხალხს პროდემოკრატიული რეფორმების მიღწევა, რისთვისაც ისინი დიდ ხანს იბრძოდნენ. მივესალმები ამ მოლაპარაკებებში ყველა ჩართული მხარის ძალისხმევას, მათ შორის საქართველოს სპიკერს არჩილ თალაკვაძესა და შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში, ელჩ კელი დეგნანის ხელმძღვანელობით. ეს გრძელი გზა იყო, თუმცა, დემოკრატიის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი ნაბიჯები გადაიდგა“, – ვკითხულობთ კონგრესმენის განცხადებაში.