ზურა შევარდნაძემ, პირადი კოლექციიდან, უნიკალური აჭარული ნაქარგობები და სამოსი თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის, ხელოვნების სასახლისა და აჭარის მუზეუმების გაერთიანების ფონდებს საჩუქრად გადასცა. აღნიშნული ნამუშევრების გამოფენა თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მოეწყო.
ზურა შევარდნაძე მაღალი ეთნოგრაფიული ღირებულებით შექმნილ ნიმუშებს აჭარაში, ღორჯომის ხეობაში 15 წლის განმავლობაში აგროვებდა. მან აჭარული ნაქარგობების მრავალწლიანი ძიების შედეგი ერთ პროექტად აქცია და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, აჭარაში მცხოვრები ქალებისთვის სპეციალური სახელოსნო გახსნა, გამოიცა კატალოგიც.
„ღორჯომის ხეობის ნაჭრელები“ არის კულტურის სამინისტროს კონკურსის გამარჯვებული.