აჭარის უმაღლესი საბჭო უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე მუშაობს. პროექტი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა. საკითხი ბიუროს სხდომაზე ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წევრებმა კამათის ფონზე განიხილეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რეზოლუციის დაჩქარებული წესით მიღებას მოითხოვს. როგორც რეზოლუციაში არის ნათქვამი, „რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა განახორციელა აგრესიული და მასშტაბური შეჭრა უკრაინაში და აჭარის უმაღლესი საბჭო უკრაინელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს“ თავის მხრივ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე განმარტავს, რომ მისთვის გაუგებარია, ბიუროს სხდომაზე კამათის მიზეზი, რადგან რეგლამენტით გათვალისწინებული წესით მოხდება რეზოლუციის განხილვა.