აჭარაში საარჩევნო უბნები გაიხსნა, სამი საარჩევნო ოლქიდან ორ ოლქში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი. ეს ის ოლქებია, სადაც 31 ოქტომბრის არჩევნებზე კანდიდატებმა ბარიერი ვერ გადალახეს, საუბარია როგორც პარლამენტის, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე.
რა ხდება საარჩევნო უბნებზე, „მოამბის“ ჟურნალისტი მერაბ წულუკიძე გვერთვება პირდაპირ ეთერში.