აბიტურიენტთა მიღების პროცესი 10 სექტემბრამდე გახანგრძლივდა სასულიერო აკადემიისა და სემინარიის, ხატწერისა და რესტავრაციის საბაკალავრო პროგრამაზე. პანდემიის გამო, პროცესი სასწავლებელში დროებით შეჩერებული იყო. აღინიშნა, რომ საქართველოში ეკლესიების სიმრავლიდან გამომდინარე, მონუმენტურ ხატწერაზე ანუ საეკლესიო მხატვრობის შესწავლაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა.