პატრიარქის აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა

გამოფენა მოაწყო თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საპატრიარქოსთან არსებული სამრევლო სკოლისა და თბილისის სასულიერო აკადემიის ბავშვების სხვადასხვა მიმართულების ნამუშევრები, როგორიცაა საეკლესიო არქიტექტურა, ხატწერა, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაცია.