კონსერვატორიის ჯაზის მიმართულების 10 წლის იუბილე

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჯაზის საბაკალავრო პროგრამის დაარსებიდან 10 წელი გავიდა. ამ პერიოდში კონსერვატორიამ ჯაზის არაერთი ქართველი შემსრულებლის აღზრდასა და განვითარებაში მიიღო მონაწილეობა. სწორედ საიუბილეო თარიღს ეძღვნება 16 ოქტომბერს დაგეგმილი კონცერტი, რომელიც ჯაზის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებს, პედაგოგებსა და პროფესორებს გააერთიანებს. სიმბოლურად დაჯილდოვდება ყველა ის ადამიანი, ვინც კონსერვატორიაში ჯაზის მიმართულების ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.