კიდევ ერთი ქართული ოპერის იტალიური პრემიერა.
ქალაქ კატანიაში, მასიმო ბელინის თეატრის სცენამ ზაქარია ფალიაშვილის ოპერის, „აბესალომ და ეთერის“ პრემიერა გაიმართა. გოჩა კაპანაძის ახალ, სრულიად განსხვავებულ დადგმაში მონაწილეობა ქართველმა და იტალიელმა მუსიკოსებმა მიიღეს. პრემიერამ დიდი წარმატებით, ხანგრძლივი აპლოდისმენტების ფონზე ჩაიარა. „აბესალომ და ეთერი“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მეორე საერთაშორისო პროექტია. ქართული ნაციონალური ოპერა, ბელინის უძველესი თეატრის რეპერტუარში დარჩება.