აბასთუმნის ობსერვატორიის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების პროტესტი

აბასთუმნის ობსერვატორიის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების პროტესტი თბილისში. აქციის მონაწილეები ობსერვატორიასთან მდებარე საცხოვრებელ სახლებში შეშვებას ითხოვენ, რაც მათი განცხადებით, აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორმა აუკრძალა. ობსერვატორიის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების ოჯახის წევრები დირექტორის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რის საფუძველზეც მათ მთა ყანობილის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებში შესვლა შეეზღუდათ. აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორის განმარტებით კი, ობსერვატორიაში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც ტერიტორიაზე შეზღუდულია მიმოსვლა. მისივე განმარტებით, პროტესტის მონაწილეებს ტერიტორიაზე შესვლა არ ეკრძალებათ, თუმცა მათივე უსაფრთხოებისთვის ადმინისტრაციის ბრძანების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს. აქციის მონაწილეების განცხადებით, პრემიერის სახელზე წერილიც გაგზავნეს და იმ შენობების საკუთრებაში გადაცემას ითხოვენ, რომლებსაც წლების განმავლობაში დასასვენებლად იყენებდნენ.