აბაშის რაიონის ერთ-ერთ სოფელში დაკარგულ 40 წლამდე მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ. ის თანასოფლელებთან ერთად თხილის საკრეფად იყო წასული. მუშაობის პროცესში მამაკაცი ჯგუფს ჩამორჩა. მისი პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. არსებული ინფორმაციით, სამუშაო ადგილზე დაკარგული მამაკაცის კუთვნილი მობილური ტელეფონი იპოვეს, რომელსაც, სავარაუდოდ, სამართალდამცველები სწავლობენ. პროცესში ჩართული არიან სამართალდამცველები და დაკარგული მამაკაცის ახლობლები.