აბაშიძე-კარასინის შეხვედრის მორიგი რაუნდი 24 მაისს გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე უკვე პრაღაშია. აბაშიძე-კარასინის შეხვედრის მორიგი რაუნდი ხვალ გაიმართება.

ზურაბ აბაშიძე ყურადღებას გაამახვილებს  2011 წლის შეთანხმებაზე საბაჟო ადმინისტრირებისა და მონიტორინგის შესახებ. ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ამ ეტაპზე უცნობია, როდის დაიწყება ოკუპირებულ ტერიტორიებზე შვეიცარიული კომპანიის მიერ ტვირთბრუნვის კონტროლი. თუმცა, მისივე თქმით, შეიქმნება ერთობლივი სამმხრივი ქართულ-რუსულ-შვეიცარიული სამუშაო ჯგუფი, რომელიც პროექტის განხორციელებას ზედამხედველობას გაუწევს.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების გარდა, ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინთან არჩილ ტატუნაშვილის საქმეზეც ისაუბრებს.