რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ვარაუდობს, რომ პრაღის ფორმატში გრიგორი კარასინთან მორიგი შეხვედრა ნოემბრის ბოლოს გაიმართება. კითხვაზე, რა მანდატით ჩაერთვება გრიგორი კარასინი ფორმატში მას შემდეგ, რაც ის აღარ იკავებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს, ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ კარასინი არის ფედერაციის საბჭოს წევრი, სენატორი და მას ქვეყნის ხელმძღვანელობამ დაავალა ამ მისიის შესრულება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ გააკეთა. გადაწყდა, რომ ზურაბ აბაშიძესთან დიალოგს კვლავ გრიგორი კარასინი გააგრძელებს.