გორში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს. კომუნისტური პარტიის „უკვდავი პოლკის“ წარმომადგენლები, ტრადიციულად სტალინის მემორიალურ სახლთან შეიკრიბნენ. გამომსვლელები საბჭოთა სიმბოლიკის დროშებითა და მაისურებით იყვნენ წარმოდგენილი, ნაწილს რუსეთის სახელმწიფო დროშაც ჰქონდა. მათ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისკენ მოუწოდეს.
აქციის მონაწილეები პოლიციამ ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენების აკრძალვის შესახებ გააფრთხილა. ერთიანი კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე, თემურ ფიფია კი პოლიციაში ახსნა-განმარტების დასაწერად დაიბარეს.