7 ნოემბრის საქმე

ყოფილი ხელისუფლების ბრძოლა მედიაზე გავლენისთვის.

რისთვის სჭირდებოდა მიხეილ სააკაშვილს „ტელეიმედზე“ სრული კონტროლი და როგორ დაათმობინეს მფლობელს ტელეკომპანია „მზე“. 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმის განხილვისას ექს პრეზიდენტი და მისი თანაგუნდელები პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ ღიად დაადანაშაულა და მიღებულ გადაწყვეტილებას კატასტროფული შეცდომა უწოდა. გასაიდუმლოებული შეხვედრების დეტალები კი საკუთარ ჩვენებაში ვანო ჩხარტიშვილმა გაიხსენა.

რა ტიპის კომუნიკაცია ჰქონდა ექს პრეზიდენტს მაუწყებლებთან და რა იყო მიხეილ სააკაშვილის მთავარი მოთხოვნა ტელეკომპანიების მაშინდელ ხელმძღვანელებთან. დეტალები იმ მოწმეების ჩვენებებიდან ირკვევა, რომლებსაც დღეს სასამართლოში მოუსმინეს.