კონსენსუსი მიღწეულია: თბილისის განვითარების გენერალური გეგმა, დიდი ალბათობით, მიღებული იქნება.
უთანხმოების და ხმაურიანი საჯარო განხილვების შემდეგ, მერიამ კომპანია სითი ინსტიტუტს ხარვეზების გასასწორებლად დამატებითი ორთვიანი ვადა მისცა.
დედაქალაქის მთავრობის პოზიციით ოპოზიცია ამჯერად კმაყოფილია.
პირველ ივნისს საბოლოოდ უნდა გაირკვეს, რა ბედი ეწევა დოკუმენტს, რომლის მომზადებას ორი წელი და ორი მილიონი ლარი დასჭირდა.