მედიაზე ძალადობის საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე იკითხება. პროკურორის განცხადებით, მოუსმენენ გამომძიებლებს და „მთავარი“ არხის ოპერატორს. შეგახსენებთ, 5 ივლისის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო რამდენიმე ეპიზოდად განიხილავს. დღევანდელი პროცესი ტელეკომპანიების „ფორმულასა“ და„ მთვარის“ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობას ეხება.