42°პარალელი - სრული გადაცემა 09.06.2021

42° პარალელი – ისტორიული „გარიგება“?! – გლობალური გადასახადი კორპორაციებისთვის

„დიდი შვიდეულის” ქვეყნები შეთანხმდნენ მულტინაციონალური კორპორაციებისთვის გადასახადების გაზრდის შესახებ. ისინი აპირებენ 1. შემოიღონ ფირმების მოგების გადასახადის მინიმალური ჭერი გლობალურად და 2. მულტინაციონალური ფირმების მოგება მეტად დაბეგრონ იქ, სადაც მოგების წყაროა და არა იქ, სადაც მათი რეგისტრაციის ადგილია (ოფშორები). როგორია „საგადასახადო თავშესაფრების” სხვადასხვა სქემა მულტინაციონალური კორპორაციებისთვის იხილეთ მათე გაბიცინაშვილის სიუჟეტში.

——————–

42° პარალელი – ჩინეთი ბერდება – რას ნიშნავს ეს სამყაროსთვის

2020 წელს გამოქვეყნებულმა მოსახლეობის აღწერის შედეგებმა ზოგიერთი გააოგნა, სხვები კი საერთოდ შოკში ჩააგდო. აღმოჩნდა, რომ ჩინეთში შრომისუნარიანი ასაკის ადამიანები საკმარისი არ არის, მოსახლეობა ბერდება და შობადობა მკვეთრად ეცემა. და ამ დროს, ყველაფერი, რაც ჩინეთში ხდება, მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის, შრომითი რესურსების, წარმოებისა და სავაჭრო ნაკადების გადანაწილებაზე აისახება. რეზი ქოიავა მოგითხრობთ ჩინეთის დემოგრაფიული პრობლემების შესახებ.

42° პარალელი