მოლდოვაში „გერან-2“-ის ტიპის რუსული დრონის ნაწილები იპოვეს

01:14, 06.08.2026

მოლდოვაში, კაჰულის რაიონში, სოფელ ვალენის მახლობლად „გერან-2“-ის ტიპის რუსული დრონის ნაწილები იპოვეს.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ნატეხები სამართალდამცავმა ორგანოებმა აღმოაჩინეს.

მათივე ცნობით, ამოღებული ნატეხების, მათი კონსტრუქციული თავისებურებების, დამზადებისას გამოყენებული მასალებისა და აღმოჩენილი მარკირების წინასწარი დათვალიერების საფუძველზე ექსპერტებმა დაადგინეს, რომ საქმე „გერან-2“-ს ეხებოდა.

ამჟამად ასაფეთქებელი მასალებისა და ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილების სპეციალისტები საქმის ყველა გარემოებას იძიებენ.

მსგავსი