მასუდ ფეზეშქიანი – ჩვენ წინაშე არსებული გარემოებები რევოლუციის შემდეგ ყველაზე რთულია, გაძლიერდა სანქციები, ეს რომ არ იკმარეს, ომი დაიწყეს, ახლა ზეწოლა მიმართულია იმისკენ, რომ ხალხს პროტესტისკენ უბიძგონ

01:33, 06.08.2026

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ ირანი სანქციების კუთხით მზარდ ზეწოლას კვლავ განიცდის.

ფეზეშქიანმა  სახელმწიფო მაუწყებელთან საუბრისას მიმდინარე პერიოდი 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ყველაზე რთულ ეტაპად შეაფასა.

მისი განმარტებით, დროთა განმავლობაში სანქციები თანდათან მკაცრდებოდა და შემდეგ ამას სამხედრო დაპირისპირებაც მოჰყვა.

„ჩვენ წინაშე არსებული გარემოებები რევოლუციის შემდეგ ისტორიაში ყველაზე რთულია. სანქციები არსებობდა და გაძლიერდა კიდეც. ჩვენს ბანკებსა და ფინანსურ ოპერაციებს დაუწესეს სანქციები. ეს რომ არ იკმარეს, ომი დაიწყეს. ისევ არ დაკმაყოფილდნენ, ჩვენი კუთხეში მოქცევა სცადეს“, – განაცხადა ფეზეშქიანმა.

ამასთან, როგორც ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა, გარედან განხორციელებული ზეწოლის მიზანი მთავრობის მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერის შესუსტება იყო.

„ახლა ყველა გეგმა, რომელსაც ისინი ადგენენ, მთელი ზეწოლა, რასაც ახორციელებენ, მიმართულია იმისკენ, რომ ხალხი გააღიზიანონ და, როგორც ამბობენ, პროტესტისკენ უბიძგონ“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

მსგავსი