ლუის ინასიო ლულა და სილვა აცხადებს, რომ აშშ-ში ბრაზილიის ელჩისთვის ვიზის გაუქმების შესახებ ვაშინგტონის გადაწყვეტილება „უპასუხისმგებლო და დაუფიქრებელი“ ნაბიჯია
ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ აშშ-ში ბრაზილიის ელჩისთვის ვიზის გაუქმების შესახებ ვაშინგტონის გადაწყვეტილება, „უპასუხისმგებლო და დაუფიქრებელ“ ნაბიჯად შეაფასა.
აშშ-მა ბრაზილიის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტის ორი მაღალჩინოსნის ქვეყანაში შესვლაზე უარის საპასუხოდ ბრაზილიის ელჩს, მარია ლუიზა რიბეირო ვიოტის ვიზა გაუუქმა.
როგორც ლულამ განმარტა, ბრაზილიაში აშშ-ის ელჩობის კანდიდატი წელიწადზე მეტია, ოფიციალურ დამტკიცებას ელოდება და ეს დაყოვნება თავად ამერიკული მხარის ბრალია. მან დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი ელჩის კანდიდატურა არ დაამტკიცა და ორ ამერიკელ დიპლომატს ვიზა არ მისცა, რასაც ლულა იმით ხსნის, რომ ტრამპი ბრაზილიისგან სასწრაფო დამტკიცებას მოითხოვდა, ზუსტად მისთვის სასურველ ვადაში, რაც მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
საწინააღმდეგოს აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. მათი ვერსიით, სწორედ ბრაზილია აჭიანურებს კანდიდატურის დამტკიცებას, სავარაუდოდ, ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებამდე.