42° პარალელი ოპერაცია „კეთილდღეობის დარაჯი"

ღაზის ომის საპასუხოდ და პალესტინელთა სოლიდარობის ნიშნად, იემენის ჰუსიტთა მოძრაობამ წითელ ზღვაში დასავლური სავაჭრო გემების ტრანზიტი პრაქტიკულად დაბლოკა, რაც გლობალური საზღვაო ვაჭრობისთვის კრიტიკული მოცემულობაა. პრობლემის მოსაგვარებლად, აშშ-მა ახალი კოალიციური სამხედრო ოპერაცია „კეთილდღეობის დარაჯი“ დააანონსა. ოპერაციამ ჰუსიტების წინააღმდეგობა უნდა დაძლიოს და დაბლოკილი წითელი ზღვის შესასვლელი უნდა განბლოკოს. ახლო აღმოსავლეთში მორიგი პოტენციური კონფლიქტის კერა თანდათან ყალიბდება. იხილეთ შოთა თხელიძის სიუჟეტი.

42° პარალელი