42° პარალელი - იტალიის არჩევნები და მისი მნიშვნელობა

პოლიტოლოგ ბაქარ ბერეკაშვილის განმარტებით, იტალიის არჩევნებმა დაგვანახა ორი მნიშვნელოვანი რამ:
პირველი – ესაა გაგრძელება იმ პროცესებისა, რასაც შეიძლება ვუწოდოთ ევროსკეპტიკური განწყობების ან ევროსკეპტიკური პოლიტიკის ინაუგურაცია თანამედროვე ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

მეორე – რაც იტალიის არჩევნებმა კიდევ ერთხელ ნათლად წამოაჩინა არის ტრადიციული პარტიების ელიტების კრიზისი ევროპაში, რამაც თავის მხრივ განაპირობა ანტიისთებლიშმენტური მოძრაობების განვითარება ევროპაში.

შესაძლოა ითქვას, რომ ეს არის გარკვეული იდეოლოგიური პროცესი, სადაც ერთის მხრივ კონსერვატიული ძალები, ხოლო მეორეს მხრივ რადიკალური ანტიელიტისტური მოძრაობები ცდილობენ ევროპის მმართველ ელიტებზე განაწყენებულ ამომეჩეველთა მობილიზაციას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთ ევროსკეპტიკურ პოლიტიკასა და ანტიელიტისტურ პრაქტიკას ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში კვებავს გარკვეული პროცესები თუ ფაქტორები, აქედან შეიძლება განსაკუთრებით გამოვარჩიოთ მიგრანტთა კრიზისი და ლიბერალური დემოკრატიის კრიზისი ევროპაში.