42° პარალელი - გაერთიანებიდან 28 წელი - სხვაობა აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას შორის / დაძაბულობა ჩრდილო კავკასიაში / კრიპტოვალუტის ინდუსტრია საქართველოში
- გაერთიანებიდან 28 წელი – სხვაობა აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას შორის – ორი გერმანიის ეკონომიკურად გაერთიანება უნიკალური მოვლენა იყო, რადგან ცენტრალიზებული და საბაზრო ეკონომიკების მომენტალური შერწყმის გამოცდილება მანამდე არ არსებობდა. შესაბამისად, არ არსებობდა გენერალური გეგმა თუ როგორ უნდა განხორციელებულიყო იგი. ამიტომ წლების განმავლობაში პოლიტიკურად ერთიან გერმანიას ეკონომიკურად ინტეგრირება გაუჭირდა. შოთა თხელიძის სიუჟეტი
- დაძაბულობა ჩრდილო კავკასიაში – ტერიტორიული დავები და ეთნიკური განსხვავებები, ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებში დაპირისპირების საფუძველია. სასაზღვრო პრობლემამ უკიდურესად გაართულა ურთიერთობები ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის. ყაბარდოელებსა და ბალყარელებს შორის კი დაპირისპირების მიზეზი ისტორიული თარიღია. გივი ბარამიძის სიუჟეტი
- კრიპტოვალუტის ინდუსტრია საქართველოში – ქართული კრიპტო ვალუტა, მაინერების შეკრება, მაინინგ ფერმები, როგორ ხედავენ ინდუსტრიის მომავალს თავად ინდუსტრიაში ჩართული ადამიანები? გიორგი გვიმრაძის სიუჟეტი
42° პარალელი