42° პარალელი - ბალკანეთის ქვეყნები შესაძლოა ევროკავშირის წევრები გახდნენ

გასულ კვირას ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ბალკანეთის ქვეყნებს ეწვია, სადაც ქვეყნების ლიდერებს დაუდასტურა, რომ ბრიუსელის დღის წესრიგში ისევ დაბრუნდა გაფართოების საკითხი.

იუნკერი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიღმა დარჩენილ ექვს ქვეყანას, სურვილისა და მონდომების შემთხვევაში 2025 წლისთვის ევროგაერთიანებაში გაწევრიანება შეეძლებათ, მათი ევროინტეგრაცია დამსახურების მიხედვით მოხდება.

გამოჩნდება თუ არა დასავლეთ ბალკანური ქვეყნებისთვის სინათლე გვირაბის ბოლოს, ეს ჯერ კიდევ განხილვის საგანია.