42° პარალელი - ამერიკული ოცნება და დიდი გეტსბის მრუდი
- თუ ბევრს იმუშავებთ, თუ მთელს ენერგიას ჩადებთ თქვენს საქმეში, წარმატებას მიაღწევთ, შესაძლოა მილიონერიც კი გახდეთ. ეს არის ამერიკული ოცნების ფორმულა. ეს იდეა ფესვგადგმულია ამერიკულ საზოგადოებაში და განსაზღვრავს ამერიკულ სახელმწიფოს. განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ამერიკელები სარგებლობდნენ შესაძლებლობების თანაბრობის სიკეთეებით. საშუალო კლასი იზრდებოდა, სოციალურ კიბეზე ზემოთ ასვლა შედარებით ადვილი იყო. მშრომელ ამერიკელებს საკუთარი ხელფასით შეეძლოთ შეეძინათ სახლი, მანქანა, შვილებისთვის მიეცათ განათლება და დანაზოგიც კი გაეკეთებინათ. თუმცა, 1980-იანი წლებიდან მოყოლებული ამერიკული ოცნების იდეა საფრთხის ქვეშ დადგა. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, რაზეც ტატო ხუნდაძე მოგვიყვება
42° პარალელი