42° პარალელი - 26 მაისი და გლობალური ფაქტორები

1910იან წლებში განვითარებულმა გლობალურმა ძვრებმა მეტწილად განაპირობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა და შემდგომ უკვე მისი დამარცხებაც. ქართული სახელმწიფოს თანამედროვე სახით პირველად შექმნაზე ყველაზე დიდი გავლენა ორმა მოვლენამ იქონია, პირველი მსოფლიო ომის მსვლელობამ და 1917 წლის ოქტომბერში მომხდარმა ბოლშევიკურმა რევოლუციამ, რომელმაც შემდგომ რუსეთის იმპერიის დაშლა გამოიწვია.

42° პარალელი