მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 40 სებასტიელი მოწამის ხსენებას აღნიშნავს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, აბანოთუბანში მდებარე 40 სებასტიელის სახელობის ტაძარში პარაკლისი გადაიხადა. ისინი სარწმუნოებისთვის ეწამნენ.
ილია მეორემ მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და მშვიდობა უსურვა.