33-ე ბაგა-ბაღს ექსპერტიზა ჩაუტარდება. ვაშლიჯვარში მდებარე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, რომლის მშენებლობაც 2017 წლის ოქტომბერში დასრულდა, თბილისის მერმა დაათვალიერა.
კახი კალაძე დარღვევებს ადგილზე გაეცნო. შენობის კედლები რამდენიმე ადგილას არის გაბზარული, დაზიანებულია ჭერი. კალაძის განცხადებით, მშენებელ კომპანია “გიკოს” და საზედამხედველო კომპანიას მერიაში დღესვე დაიბარებენ. ნაგებობას კი ექსპერტიზა უახლოეს დღეებში ჩაუტარდება და გადაწყდება, უნდა გაგრძელდეს თუ არა იქ სასწავლო პროცესი.
ასევე, სამშენებლო სამუშაოები შეჩერდება და შემოწმება ჩატარდება კიდევ 2 ბაღში, რომელსაც აღნიშნული კომპანია აშენებს.