განწირული რეისი. სოხუმში, ბაბუშერას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა. 1993 წლის 22 სექტემბერს, 17:30-ზე, თბილისიდან ალყაში მოქცეულ სოხუმში დაშვების უფლების გარეშე გაფრენილი „ტუ-154“-ი, ზღვიდან ნასროლი სითბური რაკეტით ჩამოაგდეს. ამ დროს ბორტზე 132 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 108 დაიღუპა, 24 მგზავრი კი აფეთქებას სასწაულებრივად გადაურჩა. ცხედრები აეროპორტთან ახლოს დაკრძალეს. სამარხი წლების შემდეგ გაიხსნა და დაღუპულების გადმოსვენება ეტაპობრივად განხორციელდა. უმძიმესი ტრაგედიის შედეგად დაღუპულებს დღეს ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე მიაგეს პატივი.