ლევან იზორია მუხათგვერდის და ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოებზე იმყოფებოდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მუხათგვერდის და ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოებზე იმყოფებოდა.

ლევან იზორიამ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ 2008 და 1990-იან წლებში დაღუპული ჯარისკაცების საფლავები ყვავილებით შეამკეს.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა პატივსაცემად, მუხათგვერდიდან თავდაცვის მინისტრმა და უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ვაშლიჯვარში მდებარე ძმათა სასაფლაოზე „გმირთა სავანე“ -ზე გადაინაცვლეს და ქართველი მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს.