აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის ძალების მეთაური და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მიცვალებულთა მოხსენიების დღეს, ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე, „გმირთა სავანეზე“ იმყოფებოდნენ. მათ აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების საფლავები ყვავილებით შეამკეს და ქართველი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. თავდაცვის უწყების წარმომადგენლები აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრებსაც გაესაუბრნენ.