აფხაზეთში ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა. საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.
აღნიშნულს წინ უძღოდა რუსეთის მონაწილეობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები. 27 ივლისს ხელი მოეწერა სოჭის ხელშეკრულებას, რომელიც აფხაზურმა მხარემ ცალმხრივად დაარღვია, მაშინ, როცა ქართულ მხარეს აფხაზეთიდან მძიმე სამხედრო ტექნიკა გამოყვანილი ჰყავდა. ომის გამო, აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს მოუხდა, დაიღუპა 10 ათასამდე ადამიანი.