საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვის მოწოდებასთან დაკავშირებით, 31 ევროპარლამენტარის მოთხოვნას თბილისში ეხმაურებიან. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების დამსახურებაა და „ქართული ოცნება“ მათ ნებას ეწინააღმდეგება.
მმართველი გუნდი კი 31 ევროპარლამენტის მოთხოვნას კრიტიკულად აფასებს და აცხადებს, რომ ისინი ხელს უწყობენ ქვეყანაში საპროტესტო მუხტის შენარჩუნებას, რაც არ შედის ქართველი ხალხის ინტერესებში.