30 წელი დამოუკიდებლობის რეფერენდუმიდან – 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი გაიმართა, რომლის შედეგების საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
საქართველოში დასრულდა 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაცია. სარეფერენდუმო ბიულეტენში შეტანილ კითხვას – „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე? პასუხი „დიახ“ 3 მლნ 295 ათასმა მოქალაქემ აირჩია, რაც კენჭისყრის მონაწილეთა 99,08%-ს შეადგენდა. ეს იყო უკანასკნელი რეფერენდუმი, რომელიც ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ჩათვლით.
რეფერენდუმიდან ცხრა დღეში, 1990 წლის 9 აპრილს, საქართველოს უზენაეს საბჭოზე, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 82 წელი შესრულდა.