საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განცხადება გაავრცელა. „დღეს აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი შესრულდა. ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე დრამატულმა მოვლენამ, ძმათა შორის დაპირისპირებამ მოიტანა გაუმართლებელი ნგრევა, საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია ასეულობით ათასი ადამიანი და რაც ყველაზე სამწუხაროა, ორივე მხრიდან მრავალი ჩვენი თანამოქალაქის – ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა,“ – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
მთავრობის მეთაურის თქმით, სამშვიდობო, ურთიერთპატივისცემასა და დიალოგზე ორიენტირებული პოლიტიკა აახლოებს იმ დღეს, როდესაც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გაგრძელდება ერთიანი, ძლიერი, მშვიდობიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენება – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.