3 წლის ბავშვის დაჭრის საქმე

პეკინის გამზირზე, სამი წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალის მიმართ, სისხლის სამართლის დევნა შეწყდა.

ეს გადაწყვეტილება სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღო, რომლის მიხედვითაც ქალს ფსიქიკური პრობლემები აქვს და დანაშაულის ჩადენის მომენტში შეურაცხადი იყო. ადვოკატ ალექსანდრე გაბუნიას ინფორმაციით, სასამართლომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს 3 წლიანი იძულებითი მკურნალობა დაუნიშნა და შესაბამისად, ბრალდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს.