3 აგვისტოს, დღის სამი საათისთვის რაჭის დამსვენებლებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ გამანადგურებელი სტიქია მათ ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლიდა. ოჯახებით, მცირეწლოვანი ბავშვებით საკურორტო ზონაში ჩასულებმა ჯერ ძლიერი ნგრევის ხმა გაიგეს, რასაც ღვარცოფის რამდენიმე ტალღა მოჰყვა. მთელი ხეობა ტალახით ამოივსო და რამდენიმე წუთში შოვი სტიქიური უბედურების ზონად იქცა.
სასწაულებრივად გადარჩენილები – „მოამბის“ მაყურებლისთვის ანუკი მასხარაშვილმა შეაგროვა ისტორიები, რომელთა მოსმენა ემოციის გარეშე შეუძლებელია.