„აფხაზეთი საქართველოა!“ - „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია ბათუმში

„აფხაზეთი საქართველოა!“ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმში ამ სახელწოდების აქცია გამართა. მსვლელობა სიმბოლურად სოხუმის ქუჩიდან დაიწყო. ორგანიზატორების თქმით, 30 წლის შემდეგ დღევანდელი ხელისუფლება დაკარგული ტერიტორიების მიმართ ნიჰილიზმს ნერგავს და მხოლოდ მსგავსი აქციებით უნდა გააგებინონ მოქალაქეებს, რომ საჭიროა საგარეო კურსის შეცვლა.
აქცია-მსვლელობა აჭარის მთავრობის სახლთან დასრულდა.