ხვალ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 101 და დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წელი სრულდება. ამ დღის აღსანიშნავად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. მოვლენების მთავარი ეპიცენტრი წელსაც რუსთაველის გამზირი იქნება, სადაც ახალწვეულები ფიცს დადებენ, მთელი დღის განმავლობაში კი სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.
ისტორიული თარიღის აღნიშვნას წელსაც უერთდება საქართველოს პირველი არხი. 10:00 საათიდან ჩვენი უწყვეტი ეთერი სწორედ 26 მაისის აღნიშვნას დაეთმობა. 20:00 საათზე კი საქართველოს პირველი არხი პირველი რესპუბლიკის მოედანზე ორ ნაწილად დაყოფილ საკონცერტო პროგრამას წარმოადგენს და პირდაპირ ეთერში გადასცემს. ამ წუთებში თბილისში 26 მაისის ბოლო სამზადისი და რეპეტიცია მიმდინარეობს.