თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ბათუმში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. თორნიკე რიჟვაძემ ქართველი იუნკერების თავგანწირვაზე ისაუბრა და მათ ბრძოლას გმირობის ნამდვილი მაგალითი უწოდა. იუნკერთა მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინით შეამკეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ბათუმის მერმა, აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის, საკრებულოს წევრებმა, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა.