სამხრეთ კორეის ექს პრეზიდენტი პაკ კინ ჰე ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნეს და 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ჯარიმის სახით კი 17 მილიონი დოლარი დაეკისრა.
მას კორუფციის 18 ეპიზოდში წაუყენეს ბრალი. ეს ყველაზე მასშტაბური დანაშაულია, რაშიც ოდესმე სამხრეთ კორეის რომელიმე პრეზიდენტისთვის ბრალი წაუყენებიათ. პაკ კინ ჰემ თანამდებობა 2017 წლის მარტში იძულებით დატოვა. მის გადადგომას ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებზე რამდენიმე კვირის განმავლობაში ითხოვდნენ.
ყოფილმა პრეზიდენტმა თავდაპირველად უარი თქვა საკუთარ სასამართლო პროცესს დასწრებოდა. იგი ამტკიცებდა, რომ სასამართლო და პროკურატურა ცრუობს.