საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში შემოსული ხომალდები ციფრულ მომსახურებას უკვე „ერთი ფანჯრის პრინციპით“ იღებენ. აღნიშნული ძალაში 1-ლი ოქტომბრიდან შევიდა. პროექტის მიზანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობით ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდაა. „ერთი ფანჯრის პრინციპის“ შედეგად შეიქმნა ერთიანი სისტემა. მასში ჩაერთო ყველა ის საჯარო და კერძო უწყება, რომელთა ნებართვაც აუცილებელია გემის ნავსადგურში შემოსვლისთვის.