ყველაზე სახალისო კადრების და მომენტების ჩვენების დრო დადგა.
ეს არის რეპორტაჟი, რომელსაც თქვენთან ერთად მეც განსაკუთრებული ინტერესით ველოდები. ჩვენ, ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ხშირად გვექმნება კურიოზულ სიტუაცია, ანალოგიური რამ ხდება რესპონდენტების ჩაწერის დროსაც. ასეთი ფრაგმენტები და კადრები ბუნებრივია არქივდება, მთელი წლის განმავლობაში ინახება და მათ მხოლოდ დღეს, 31 დეკემბერს გაჩვენებთ. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო რეპორტაჟი ძალიან გაგახალისებთ.
გიორგი გიგანმა „მოამბის“ ჟურნალისტების და რესპონდენტების კურიოზები ერთად შეკრიბა და საინტერესო კოლაჟი მოამზადა.