2018 წელს საქართველოში ეკონომიკა 4,8 %-ით გაიზარდა

საქართველოში 2018 წელს ეკონომიკა 4,8 პროცენტით გაიზარდა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5,6 პროცენტი შეადგინა. ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელ მრეწველობაში, მშენებლობაში, სასტუმროებისა და რესტორნების, ასევე უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისთვის სხვა მომსახურების გაწევის დარგებში.

რაც ეხება კლებას, შემცირება ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილების დარგში, ასევე ტრასპორტისა და საფინანსო საქმიანობის სფეროებში ფიქსირდება.