კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელებამ მნიშვნელოვნად გაზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში.
თუ პანდემიის დაწყებიდან პირველი ერთი წლის განმავლობაში 100 მილიონი ინფიცირებული იყო, მეორე 100 მილიონი ბოლო 6 თვის განმავლობაში დაინფიცირდა. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა უკვე 200 მილიონს აჭარბებს. გარდაცვლილია 4 მილიონ 256 ათასი ადამიანი. ვირუსის გავრცელებისა და ლეტალობის მასშტაბით ლიდერობენ: აშშ, ინდოეთი და ბრაზილია. „კოვიდ-19“-ის მწვავე ფორმით მიმდინარეობის შემთხვევების 97% კი არა ვაქცინირებულ პაციენტებზე მოდის.