კონგრესში ჯო ბაიდენის გამოსვლამ მოქმედ და ყოფილ პრეზიდენტებს შორის ურთიერთბრალდებები გაამძაფრა.
საკანონმდებლო ორგანოსადმი წლიურმა მიმართვამ რეზონანსული განცხადებების და არაერთგვაროვანი გამოხმაურების ფონზე ჩაიარა. კონგრესმენების წინაშე სასაუბროდ თეთრი სახლის ლიდერმა ის თემები შეარჩია, რომლებზეც, დიდი ალბათობით, მისი საპრეზიდენტო კამპანია აიგება. იყო მწვავე გზავნილები მოსკოვის მისამართით და მკაფიო ხაზგასმა, რომ აშშ-მა უკრაინის დახმარება უნდა განაგრძოს. პრეზიდენტმა ისრაელ-ჰამასის ომის და მწვავე მიგრაციული კრიზისის მოგვარების ხედვაც წარადგინა. ბაიდენს არჩევნებში მომავალი მეტოქის, დონალდ ტრამპის კრიტიკაც არ დავიწყებია, რასაც ექს-პრეზიდენტისგან არანაკლებ მძიმე ბრალდებები მოჰყვა.