სამოგზაურო დაზღვევის პაკეტში ცვლილებები შევიდა.
გაიზარდა იმ სამედიცინო სერვისების ლიმიტები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქე ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიიღებს. არსებული პაკეტების გადახედვის მიზეზად ევროდირექტივები, ასევე მანამდე დაწესებული ლიმიტების სიმცირე სახელდება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ სამოგზაუროდ წასულ მოქალაქეებს სამედიცინო პრობლემების დროს რიგ შემთხვევებში თანხის დამატება თავად უწევდათ. ცვლილებების შემდგომ სადაზღვევო სექტორი პოლისების ფასის გაზრდას აანონსებს.