იაპონიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად საქართველოს არცერთი მოქალაქე არ დაღუპულა და არ დაშავებულა. ინფორმაციას იაპონიაში ჩვენი ქვეყნის საელჩო ავრცელებს. ელჩი მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, მიმართონ საელჩოს ან დარეკონ ცხელ ხაზზე ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში. ქართველი დიპლომატი მიწისძვრის დროს ოჯახთან ერთად მატარებლით გადაადგილდებოდა სწორედ სტიქიური უბედურების ზონაში.